logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: საქართველო ჩინურ Sinopharm-ს მაშინ გამოიყენებს, როცა ვაქცინას ჯანმო-ს ავტორიზაცია ექნება
- +

5 აპრილი. 2021. 19:34

 

„მსოფლიოში ვაქცინაციის მაჩვენებელი დაბალია და 4%-ს შეადგენს. გამონაკლისია ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად ისრაელი, სადაც ორჯერადი ვაქცინაციის მაჩვენებელმა 50% შეადგინა, იქ რა თქმა უნდა გარანტიები მეტია. ზოგადად ვაქცინების მწარმოებლებიც ვერ მიჰყვებიან ვაქცინაზე მოთხოვნას,რადგან მოთხოვნა უფრო მაღალია, ვიდრე მიწოდება“,- ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

 

ამასთან, ხუნდაძე აღნიშნავს, რომ ჩინური ვაქცინა დიდი ალბათობით მიიღებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარებას და მასზე მოთხოვნა გაიზრდება.

 

„ჩინურ ვაქცინა Sinopharm-ს აქვს ეფექტურობის მაღალი მაჩვენებელი და გვერდითი მოვლენები მინიმალური. ამიტომ ჩვენ თადარიგი დავიჭირეთ და რადგან მასზე მაღალი მოთხოვნა გაჩნდება, გადავწყვიტეთ დაგვესაწყობებინა.

ის პირობა რჩება შეუცვლელი, რომ Sinopharm-ის გამოყენება მხოლოდ მაშინ დაიწყება, როცა მას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ექნება. ვაქცინა აღიარებას სავარაუდოდ აპრილის შუა რიცხვებში მიიღებს “, - განაცხადა ხუნდაძემ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner