„შეზღუდვების გამკაცრება ან შემსუბუქება დამოკიდებულია ეპიდვითარებაზე, ეპიდვითარების მიმდინარეობა კი ჩვენს ქცევაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„თუ წესებს დავიცავთ, რა თქმა უნდა ეპიდვითარება არ გართულდება და შეზღუდვების საჭიროება არ დადგება. წესების არდაცვის ერთ-ერთი ფორმა არის აქცია, როდესაც ფიზიკური დისტანცირება არ ხდება, პირბადე ბევრს არ უკეთია, წესებს არ იცავს და იქვე ითხოვს, რომ შეზღუდვები ეკონომიკაზე მძიმედ აისახება.
არადა სწორედ ის ლოკაცია, სადაც ამას აპროტესტებენ და აფიქსირებენ არის ხელშემწყობი იმისა, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დამძიმდეს და იძულებული გახდეს მთავრობა და ეპიდემიოლოგები შეზღუდვები გაამკაცრონ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.