logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: შეზღუდვების გამკაცრება ან შემსუბუქება დამოკიდებულია ეპიდვითარებაზე, ეპიდვითარების მიმდინარეობა კი ჩვენს ქცევაზე
- +

5 აპრილი. 2021. 21:44

 

„შეზღუდვების გამკაცრება ან შემსუბუქება დამოკიდებულია ეპიდვითარებაზე, ეპიდვითარების მიმდინარეობა კი ჩვენს ქცევაზე“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„თუ წესებს დავიცავთ, რა თქმა უნდა ეპიდვითარება არ გართულდება და შეზღუდვების საჭიროება არ დადგება. წესების არდაცვის ერთ-ერთი ფორმა არის აქცია, როდესაც ფიზიკური დისტანცირება არ ხდება, პირბადე ბევრს არ უკეთია, წესებს არ იცავს და იქვე ითხოვს, რომ შეზღუდვები ეკონომიკაზე მძიმედ აისახება.

არადა სწორედ ის ლოკაცია, სადაც ამას აპროტესტებენ და აფიქსირებენ არის ხელშემწყობი იმისა, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დამძიმდეს და იძულებული გახდეს მთავრობა და ეპიდემიოლოგები შეზღუდვები გაამკაცრონ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner