ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, საგურამოში, სადაც „ქართული ოცნების" ახალი სახეების წარდგენა მიმდინარეობს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გამორიცხავს, „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში იყოს ან მაჟორიტარობის კანდიდატად იყაროს კენჭი.
„გუშინ გავრცელებული ინფორმაცია ჩემი პოლიტიკური კარიერის შესახებ მაჟორიტარულ კანდიდატად ან სიის წევრობასთან დაკავშირებით არ შეესაბამება სინამდვილეს და გამოვრიცხავ, რომ ეს გადაწყვეტილება შეიცვალოს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დავით სერგეენკო „ქართული ოცნების" ვაკის მაჟორატორიბის კანდიდატი უნდა ყოფილიყო.