logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: IRI-ს კვლევამ დაადასტურა საზოგადოების უმრავლესობის განწყობა, რომ პრიორიტეტი ვადამდელი არჩევნები არ არის
- +

6 აპრილი. 2021. 01:22

 

 

„როცა ოპოზიციამ ორი დღის წინ ქუჩაში გასვლა დაანონსა, ამის ფონზე IRI-მ არასასურველ სიურპრიზად კვლევა დაუდო - IRI-ის კვლევამ დაადასტურა საზოგადოების უმრავლესობის განწყობა, რომ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში უნდა იყოს და პრიორიტეტი ვადამდელი არჩევნები არ არის“, - ეს განცხადება “ქართული ოცნების“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა “პალიტრანიუსის“ ეთერში გააკეთა.

 

“ოპოზიციის რადიკალურ ფრთას, რომელსაც საზოგადოებისთვის პრიორიტეტული საკითხები არაფრად მიაჩნია, გარდა იმისა, რომ თვითონ მოვიდეს ხელისუფლებაში, არაფერი აინტერესებს. ოპოზიციის ამ ნაწილს არც ვადამდელი არჩევნები აიტერესებს. ყველაფერი ნათელია და ამაზე აღარც მათი ამომრჩეველი დავობს.

მთავარია, რომ საზოგადოება, ამომრჩეველი გაცილებით მეტად გაიზარდა, მათ შორის პოლიტიკურად, ვიდრე მათი რჩეულები. ეს ხალხი ხედავს, რომ დღეს საქართველოს ბევრი სხვა გამოწვევა აქვს. ეს არის გეოპოლიტიკური პროცესები, არის საშინაო პრობლემები და გამოწვევები, ეკონომიკური კრიზისი, რასაც ჩვენ მეტ-ნაკელბად ვუმკლავდებით.

საზოგადოებამ დაინახა, თუ როგორ გაართვა ხელისუფლებამ თავი პანდემიის პროცესში თავად პანდემიას და ეკონომიკურ კრიზისს და ეს დაადასტურა 31 ოქტომბრის არჩევნებით, რომელიც ყველა ცივილიზებულმა ქვეყანამ აღიარა.

ნამდვილად არ გვაქვს პოლიტიკურ გამჭრიახობასთან საქმე, როცა რასაც ნოემბრის პირველ დღეებში ითხოვდი, იმას ექვსი თვის თავზე იმეორებ და ამ მოთხოვნას შენივე მომხრე და ამომრჩეველი არ ეთანხმება“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

შეგახსენებთ, IRI-ის გამოკითხული მოქალაქეების 60% ოპოზიციური პარტიების მიერ საპარლამენტო საქმიანობის ბოიკოტირებას მხარს არ უჭერს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner