logo_geo
eng_logo
„იფიქრეთ ხალხზე“ - მარკეტა გრეგოროვა ოპოზიციას პარლამენტში შესვლას ურჩევს
- +

6 აპრილი. 2021. 02:08

 

 

„დემოკრატია გულისხმობს ხალხის წარმომადგენლობას. მე ამას საქართველოში უმეტეს შემთხვევაში ვერ ვხედავ. იფიქრეთ ხალხზე, პოლიტიკოსის მხრიდან კომპრომისზე წასვლა აუცილებელია. თუ შენ მიდიხარ კომპრომისზე და ამის გამო ამომრჩეველს კარგავ, მაშინ ის არ ყოფილა შენი ნამდვილი ამომრჩეველი. აქცენტი ღირებულებებზე გააკეთეთ“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ „ქრონიკას“ განუცხადა.

 

ამასთან, გრეგოროვას თქმით,  რაციონალური გადაწყვეტილების მიღება რთულია.

 

„ვიცი რამდენად ძნელია აარჩიო, თუ რა არის რაციონალური და რომელია მორალური კუთხით მიღებული გადაწყვეტილება. მე, მაგალითად, ღირებულების ერთგული ვარ და ასე ვიღებ გადაწყვეტილებებს.

ამ სპეციფიკურ სიტუაციაში, როდესაც საქმე ეხება პარლამენტში შესვლას, მე ოპოზიციას საპარლამენტო საქმიანობის დაწყებასა და პარლამენტში შესვლას ვურჩევდი. ეს იქნებოდა ჩემი რეკომენდაცია საერთოდ დანიელსონის მისიის დაწყებამდე.

ახლა ვხედავთ, რომ მხარეები სათანამშრომლოდ საკითხებზე ვერ თანხმდებიან. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ ჯერ ძირითად საკითხებზე შეთანხმებაა საჭირო, რომ ოპოზიციას დემოკრატიულ სისტემაში პარლამენტში რაღაცების შეცვლის უფრო მეტი პოტენციალი ჰქონდეს“, - აღნიშნა გრეგოროვამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner