logo_geo
eng_logo
სერბეთის პრეზიდენტი ჩინური ვაქცინა Sinopharm-ით აიცრება
- +

6 აპრილი. 2021. 02:51

 

 

სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ჩინური ვაქცინა Sinopharm-ით აიცრება.

 

„ხვალ ვაქცინაციას გავივლი და ეს Sinopharm-ის ვაქცინა იქნება“, - განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა ტელეარხ TV Pink-თან ინტერვიუში.

 

ამჟამად სერბეთში ვაქცინაცია 2.6 მილიონმა ადამიანმა გაიარა. ერთ მილიონ მოსახლეზე ვაქცინაციის მაჩვენებლით სერბეთი ევროპაში მეორე ადგილს იკავებს.

 

სერბეთის მოქალაქეებს ვაქცინაციის გავლა Pfizer-ის, Sinopharm-ის, AstraZeneca-სა და „სპუტნიკ V“-ის ვაქცინებით შეუძლიათ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner