სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ჩინური ვაქცინა Sinopharm-ით აიცრება.
„ხვალ ვაქცინაციას გავივლი და ეს Sinopharm-ის ვაქცინა იქნება“, - განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა ტელეარხ TV Pink-თან ინტერვიუში.
ამჟამად სერბეთში ვაქცინაცია 2.6 მილიონმა ადამიანმა გაიარა. ერთ მილიონ მოსახლეზე ვაქცინაციის მაჩვენებლით სერბეთი ევროპაში მეორე ადგილს იკავებს.
სერბეთის მოქალაქეებს ვაქცინაციის გავლა Pfizer-ის, Sinopharm-ის, AstraZeneca-სა და „სპუტნიკ V“-ის ვაქცინებით შეუძლიათ.