„ჩვენ რეალურად, პირბადის ამარა დავრჩით და საზოგადოების ნახევარზე მეტი ამ პირბადეს არ ხმარობს ან სწორად არ იკეთებს“, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, თუ გვინდა, რომ ჩვენმა ქვეყანამ შეძლოს ცხოვრების გაგრძელება და ახალი შეზღუდვების შემოღება საჭირო არ გახდეს, აუცილებელია დაწესებული რეგულაციების შესრულება, პირბადის მოხმარების პროცენტული გაზრდა“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.