logo_geo
eng_logo
მერაბ ხაჩიძე: მაქარაშვილებამდე დავხურდავდეთ და მისნაირების მორალზე ვიდარდოთ?
- +

4 აპრილი. 2021. 11:16

 

მაქარაშვილებამდე დავხურდავდეთ, მისნაირების ჭკუაზე დავდგეთ ყველა და მისნაირების მორალზე ვიდარდოთ?

 

თუ ის არის აღმოჩენა და გუშინდელი ამბავი, რომ ერქომაიშვილი და დოჩანაშვილი ამათთვის არავინ არიან?

 

კაი, მარა ჩვენთვის თუ არიან, ჩვენთვის თუ ეს სახელები რაიმეს ნიშნავს და წესით ნამდვილად ბევრს უნდა ნიშნავდეს, ამათ რატომ ვაძლევთ მათ ხსოვნაზე ტალახიანი ფეხსაცმელით სიარულის უფლებას?!

 

თუმცა რა?!

 

გულდამწვარი საზოგადოებისგან მაქარაშვილების გინება მაშინ ნახეთ, ხვალ რომ პანთეონს მიადგებიან ბარ-ნიჩაბით!

 

ეჰ, თქვე ჩემო ყველაფერს შეგუებულებო...

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner