logo_geo
eng_logo
ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ორი პირი დააკავეს
- +

6 აპრილი. 2021. 13:48

 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სსიპ „აჭარის სატყეო სააგენტოს“ ხულოს სატყეო ადმინისტრაციის თანამშრომელი და ერთი პირი დააკავეს.

 

გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნულმა პირებმა, ხე-ტყის ჭრის კანონიერების დამადასტურებელი მონაცემების გადაცემის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 1 280 ლარი, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება.

 

გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner