logo_geo
eng_logo
ბაია გადაბაძე: ჩემს მიმართ მიმდინარეობს მიზანმიმართული დევნა
- +

16 თებერვალი. 2016. 17:36



„მაესტროს" დირექტორმა ბაია გადაბაძეთბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივრის შეტანის შემდეგ განაცხადა, რომ მის მიმართ მიმდინარეობს მიზანმიმართული დევნა და სასამართლოს მიმართავს.


 

ჩემს მიმართ მიმდინარეობს მიზანმიმართული დევნა. ამოცანა არის ის, რომ 19 თებერვალს, როდესაც დანიშნულია კრედიტორთა კრება, მე არ ვიყო დირექტორი. მიმაჩნია, რომ ნაწილობრივ ამ პროცესში სასამართლოც მონაწილეობს, პირდაპირ კი ამას აკეთებს გაჩეჩილაძეების მხარე. თეორიულად არსებობს შანსი, რომ 48 საათის განმავლობაში ორი ინსტანციის სასამართლომ განიხილოს საჩივარი, ორივემ მიიღოს გადაწყვეტილება, მიაწოდოს საჯარო რეესტრს, რეესტრმა კი სასწრაფოდ განიხილოს ეს ყველაფერი და პარასკევს, 19 თებერვალს, 14:00 საათზე, მე აღარ ვიყო დირექტორი. ამის ეჭვი მაქვს. ჩემს მიმართ მიმდინარეობს დევნა და სასამართლოს ვთხოვ ყველა ოქმის შეჩერებას, ვიდრე ეს საკითხი გაირკვევა. ლევან გაჩეჩილაძეს სურს, რომ ის გახდეს დირექტორი და ჩაშალოს ყველაფერი, რაც მაესტროს" რეაბილიტაციისთვის არის საჭირო", - განაცხადა ბაია გადაბაძემ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner