logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიაშია
- +

13 ივლისი. 2016. 14:39


შს მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძე „ქართული ოცნების" საპარლამენტო სიაშია.

 

„არჩილსაც, ვფიქრობ, არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა. არჩილი არის მენეჯმენტის სპეციალისტი, სწავლობდა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტში და GIPA-ში. მუშაობდა USAID-ის დემოკრატიული მმართველობის პროგრამაში, შემდგომ, 2 წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების სამინისტროში, სადაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა რეფორმებში. ამჟამად გახლავთ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, რასაც წარმატებით ართმევს თავს. არჩილმა გადაწყვიტა, რომ შემოუერთდეს ჩვენს საპარლამენტო გუნდს და უფრო აქტიურად ჩაერთოს პოლიტიკაში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner