ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგზაურობისთვის ვაქცინაციის პასპორტების მოთხოვნას მხარს არ უჭერს. ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარგარეტ ჰარისმა განაცხადა.
მარგარეტ ჰარისის განმარტებით, ჯერჯერობით გაურკვეველია, ახდენს თუ არა აცრა ვირუსის გადაცემის პრევენციას.
„ამ ეტაპზე ვაქცინაციის პასპორტს მხარს არ ვუჭერთ, რადგან ამჟამად არ ვართ დარწმუნებულნი, რომ ვაქცინა ვირუსის გადაცემას აფერხებს. გარდა ამისა, სხვა საკითხებიცაა, მაგალითად, იმ ადამიანების დისკრიმინაცია, ვისაც ამა თუ იმ მიზეზით ვაქცინის გაკეთება არ შეუძლია“, - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.