პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციამ მედიაციის დროს გიორგი რურუას გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნების საკითხი კატეგორიულად მოთხოვა დანიელსონს, რაზეც მიიღეს უარი.
„მედიაციის დროს დაისვა შეკითხვა: იმ შემთხვევაში, თუკი რურუას გვარი იქნებოდა ასახული დანიელსონის დოკუმენტში, მოაწერდნენ თუ არა ხელს ოპონენტები, ალეკო ელისაშვილის და „გირჩის" გარდა, ყველამ განაცხადა, რომ არა.
რაც შეეხება მეორე ნაწილს, ქალბატონი სამადაშვილსგან დაისვა საკითხი, რომ ამნისტია გამოცხადებულიყო. ბატონი რურუა მსჯავრდებულია იარაღის უკანონო ტარებისთვის.
ამნისტია ცხადდება მუხლზე და არა პიროვნებაზე, შესაბამისად, ის ეხება ყველა სხვა ადამიანს, ვინც არის ამ მუხლით გასამართლებული. ასეული ადამიანია ამ მუხლით მსჯავრდებული და ყველამ ვიცით, რას ნიშნავს ამ მუხლის ამნისტია, როდესაც 90-იანი წლები გვაქვს გამოვლილი და ამაზე პასუხი იყო უარი“, - აღნიშნა „დღის კურიერში“ შალვა პაპუაშვილმა.
https://rustavi2.ge/ka/news/195250