logo_geo
eng_logo
ურსულა ფონ დერ ლაიენს, შარლ მიშელსა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შორის შეხვედრა გაიმართა
- +

6 აპრილი. 2021. 17:30

 

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ანკარაში თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ ტაიპ ერდოღანს შეხვდნენ.

 

როგორც სააგენტო „როიტერი“ იუწყება, ურსულა ფონ დერ ლაიენისა და შარლ მიშელის ვიზიტი თურქეთთან ურთიერთობების განახლების მცდელობას უკავშირდება, რაზეც ევროკავშირის ლიდერები მარტში შეთანხმდნენ.

 

ევროკომისიის პრეზიდენტი მიესალმა ანკარას პოზიციის ცვლილებას აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და წევრობის კანდიდატ თურქეთს შორის ურთიერთობები კვლავ მყიფეა, რაც ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობას უკავშირდება.

 

როგორც ცნობილია, ანკარაში ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის მხრიდან თურქეთში მცხოვრები სირიელი ლტოლვილებისთვის დამატებითი ფინანსური მხარდაჭერის საკითხი განიხილება.

 

https://1tv.ge/news/ursula-fon-der-laiens-sharl-mishelsa-da-rejef-taif-erdoghans-shoris-shekhvedra-gaimarta/

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner