„ქართული ოცნების" ახალ სახეთა შორის მოხვდა აკაკი ზოიძე. დღეს ის პრემიერმა წარადგინა.
„აკაკი ზოიძე გახლავთ კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული საერთაშორისო და სახელმწიფო მართვის მიმართულებით. აქვს საჯარო სამსახურის 7-წლიანი გამოცდილება. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ევროპის და აზიის 15 ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების პროცესში როგორც მსოფლიო ბანკის, გაერო-ს, ევროგაერთიანების და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ექსპერტს. ბატონი აკაკი წარმატებულია თავის საქმეში და, დარწმუნებული ვარ, ასეთივე წარმატებული იქნება პოლიტიკაშიც", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.