logo_geo
eng_logo
რატომ არ ცხადდება ქვეყანაში საყოველთაო ვაქცინაცია - თამარ გაბუნიას განმარტება
- +

6 აპრილი. 2021. 19:58

 

რატომ არ ცხადდება ქვეყანაში საყოველთაო ვაქცინაცია მიზეზი - საკითხზე  "დღის კურიერში" სტუმრობისას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ისაუბრა.

 

"საყოველთაო ვაქცინაციას სჭირდება ვაქცინების ის რაოდენობა, რომ ჩვენ უფრო ფართოდ გავშალოთ ყველა ჯგუფში ვაქცინაცია.

 

ალბათ უკვე, ახლა ამბავს არ ვიტყვი მე, რომ გლობალურად დიდი დეფიციტია ვაქცინების და საქართველო იღებს ვაქცინების იმ რაოდენობას, რაც მან კოვაქსის პლატფორმით მოიპოვა და მიიღო. გარდა ამისა, მიდის მოლაპარაკება სხვადასხვა მიმწოდებლებთან, მაგრამ ჩვენთან ერთად, ყველა ქვეყანა ცდილობს თავისი დოზების მოპოვებას და ამ რთულ კონკურენციაში ბუნებრივია, მეტი ძალისხმევის გაწევით აღარ ხდება..." - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner