logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი სერგი კაპანაძის განცხადებაზე: ეს არის დანაშაულის დაბრალება საქართველოსთვის, ეს განცხადება შეიძლება ძალიან მძიმედ დაგვხვდეს ჰააგის სასამართლოში
- +

6 აპრილი. 2021. 20:07

 

„„ბატონი კაპანაძე ამბობს, რომ საქართველომ გამოიყენა კასეტური ბომბები ცხინვალის წინააღმდეგ. ეს არის დანაშაულის დაბრალება საქართველოსთვის და ეს არის განცხადება, რომელიც ძალიან მძიმედ შეიძლება დაგვხვდეს ჰააგის სასამართლოში“, - განაცხადა ტვ „პალიტრის“ ეთერში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა.

 

მისი თქმით, ეს არის ტყუილი, რაც მან დააბრალა ჩვენს ქვეყანას:

 

„ეს არის დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, რომ მსგავსი იარაღი არ გამოუყენებია საქართველოს, მაგრამ ეს რომ სამტკიცებელი გაგვიხდა, ესეც იყო სწორედ ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ ადრე გაკეთებული განცხადებების გამო, რასაც რუსეთი ეჭიდებოდა და სავარაუდოდ, დღესაც მოეჭიდება.

ეს განცხადება რომ გაკეთებულიყო სტრასბურგის სასამართლოს წინ, ძალიან სერიოზული მუშაობა მოუწევდა იუსტიციის სამინისტროს, რომ გაექარწყლებინა.

 

ეს განცხადება როგორ დაგვხვდება წინ ჰააგის სასამართლოში, ისევე, როგორც რამდენი ბრძოლა მოგვიწევს ჰააგის სასამართლოში იმ რეზოლუციის წინააღმდეგ, რომელზეც ნაციონალურ მოძრაობას ხელი აქვს მოწერილი და ხმა აქვს მიცემული სტრასბურგში, ეს არის ჩვენი მთავარი საზრუნავი და ტკივილი. ამაზე უნდა ვიზრუნოთ, რომ მსგავსი მოღალატური განცხადებები არ აკეთონ.

სტრასბურგის რეზოლუციასთან დაკავშირებით, დღეს თავს იმართლებენ იმით, რომ კი, ჩვენ ხელი მოვაწერეთ ამ მოღალატურ პუნქტს, მაგრამ ამ მოღალატური პუნქტით იქვე ვაღიარებინეთ სტრასბურგის საპარლამენტო ასამბლეას, რომ რუსეთმა ჩაიდინა ოკუპაცია და ეთნიკური წმენდა. სინამდვილეში, სულაც არ სჭირდებოდა საქართველოს ხელმოწერა ამ რეზოლუციაზე, სრულიად საკმარისი იყო ხმები, რომ ეს რეზოლუცია მიღებული ყოფილიყო ქართველების დასტურის გარეშე.

 

რუსეთი საერთოდ არ მონაწილეობდა ამ კენჭისყრაში და გასული იყო. ამ დროს, როცა საქართველოს დელეგაცია მხარს უჭერს და ხელს აწერს, თითქოს საქართველო იყო ომის დამწყები, ეს არის ღალატი სამშობლოს წინაშე. მე ვეუბნები მას პირადად, რომ ეს არის ტყუილი, რაც მან დააბრალა ჩვენს ქვეყანას, ეს არის დამტკიცებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, რომ მსგავსი იარაღი არ გამოუყენებია საქართველოს, მაგრამ ეს რომ სამტკიცებელი გაგვიხდა, ესეც იყო სწორედ ნაციონალური მოძრაობის წევრების მიერ ადრე გაკეთებული განცხადებების გამო, რასაც ეჭიდებოდა და დღესაც მოეჭიდება რუსეთი სავარაუდოდ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის მიერ „ჰუმან რაითს ვოჩისთვის“ მიცემული მსგავსი განცხადება არსებობდა მანამდე და ძალიან სერიოზული მუშაობა დასჭირდა იუსტიციის სამინისტროს, რომ გაებათილებინა. 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner