logo_geo
eng_logo
ამირან გამყრელიძე: არ გამოვრიცხავ, რომ ჩინური ვაქცინით ავიცრები
- +

6 აპრილი. 2021. 20:20

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განმარტა როდის გეგმავს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთებას.

 

„მე 29 დეკემბერს დამიდასტურდა კოვიდი. 2 კვირა გავატარე სახლში. ჩვენი რეგულაციით, კოვიდგატანილებს პირველი დადასტურებიდან 120 დღის შემდეგ შეუძლიათ აცრა. ამიტომ, რომ გავა 120 დღე, ეს იქნება თუ არ ვცდები აპრილის ბოლოს, ნამდვილად პირდაპირ ეთერში ავიცრები. არ გამოვრიცხავ, რომ ჩინური ვაქცინით ავიცრები“, - განაცხადა გამყრელიძემ „რუსთავი 2“ - ის ეთერში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner