logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი გუნდის ახალ წევრებს ზურგს უმაგრებთ კარგი რეპუტაცია და მაღალი პროფესიონალიზმი
- +

13 ივლისი. 2016. 14:41


საქართველოს პრემიერ-მინისტრის, პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გუნდის ახალ წევრებს ზურგს უმაგრებთ კარგი რეპუტაცია და მაღალი პროფესიონალიზმი.



დღევანდელი რეალობა ახალ დღის წესრიგს, ახალ მოთხოვნებს გვიყენებს, რომლებსაც ჩვენი პარტია განახლებული გუნდით ხვდება და მზად არის, უპასუხოს ყველა გამოწვევას. დღეს მინდა წარმოგიდგინოთ ის ადამიანები, რომლებიც, დარწმუნებული ვარ, დადებით მუხტს შემოიტანენ არა მარტო ქართულ ოცნებაში", არამედ ზოგადად ქართულ პოლიტიკაში. ქვეყანას მხოლოდ მაღალი ღირებულებების ერთგული და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები აშენებენ. სწორედ ამ ნიშნით შევარჩიეთ ჩვენი გუნდის ახალი წევრები, რომლებსაც ზურგს უმაგრებთ კარგი რეპუტაცია და მაღალი პროფესიონალიზმი. მინდა გითხრათ, რომ თითოეული მათგანი მზად არის, საკუთარი ცოდნა და ენერგია ქვეყნის სამსახურს მოახმაროს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.



პრემიერის დარწმუნებულია, რომ მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება" განახლებული გუნდით ისევ დამაჯერებლად გაიმარჯვებს.



ამის რწმენას მაძლევს ჩვენი ერთობა, შემართება, კონკრეტული მიზნები, მომავლის მკაფიო ხედვა. გპირდებით, რომ ქართული ოცნების" თითოეული ნაბიჯი ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და სიძლიერეს მოემსახურება", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner