„როგორ შეიძლება იყო პარლამენტის გარეთ და პოლიტიკის ბედი გადაწყვიტო. ქუჩაში? და რამდენ ხანს?“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა, პეტრას აუსტრევიჩიუსმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„სოციოლოგიური კვლევებია, რომელიც ამბობს, რომ მოქალაქეებს სურთ ოპოზიცია სად იხილონ? რა თქმა უნდა პარლამენტში. აი, ამ ორი დამატებითი ნაბიჯით შეიქმნებოდა არაჩვეულებრივი გარემო მოლაპარაკებების დასაწყებად.
ევროკავშირმა უნდა მოითხოვოს ეს, თუ ამ დასკვნამდე ქართველი პოლიტიკოსები უნდა მივიდნენ? კომპრომისი ორივე მხრიდან რომელიმე საკითხზე გაამარტივებდა სიტუაციას. ახლა ხიდი არ არის, ორი კედელია. ხიდის გადება ქართველ პოლიტიკოსებზეა“, - განაცხადა ევროპარლამენტარმა.