logo_geo
eng_logo
პეტრას აუსტრევიჩიუსი: თუ კვლავ იქნება პრინციპი „ყველაფერი ან არაფერი“, მაშინ შეთანხმება ვერ შედგება
- +

6 აპრილი. 2021. 22:46

 

„ქრონიკასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩიუსი აცხადებს, რომ კრისტიან დანიელსონი საქართველოში აღარ უნდა ჩამოვიდეს და ახლა ბურთი საქართველოს მხარესაა.

 

მისივე თქმით, ევროკავშირის მოსაზრებები არ შეიცვლება და ამიტომ ქართულმა მხარემ სამუშაო დავალება უნდა შეასრულოს.

 

„კრისტიან დანიელსონთან და ელჩ კარლ ჰარცელთან კარგი საუბარი გვქონდა. გავცვალეთ მოსაზრებები და შემიძლია გითხრათ, რომ დანიელსონი ძალიან იმედგაცრუებული იყო.

მან შრომატევადი სამუშაო შეასრულა და წარმოადგინა წინადადებები. ეს იყო მყარი დოკუმენტი, საგზაო რუკა, რაც შეიძლებოდა შეთანხმების საფუძველი გამხდარიყო, მაგრამ არ იყო მოლაპარაკების მონაწილე პარტიების მხრიდან კონსტრუქციული მიდგომა.

ჩვენ ძალიან ვწუხვართ. ჩემი აზრით, ახლა დანიელსონი არ უნდა წავიდეს საქართველოში. ბურთი საქართველოს მხარესაა.

ქართველმა პოლიტიკოსებმა ევროკავშირის პოზიცია იციან. მე არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირის მოსაზრებები შეიცვლება და ამიტომ დარწმუნებული ვარ, რომ ქართულმა მხარემ საშინაო დავალება უნდა შეასრულოს.

დასხდნენ, ისაუბრონ, შეთანხმდნენ და ამის შემდეგ აცნობონ ევროკავშირს. თუ მოლაპარაკებების პროცესში კვლავ იქნება პრინციპი „ყველაფერი ან არაფერი“, მაშინ პასუხისმგებელ პოლიტიკურ ძალებს შორის შეთანხმება ვერ შედგება. ამ პრობლემის გადაჭრა მხოლოდ ქართველ პოლიტიკოსებს შეუძლიათ“, - აცხადებს აუსტრევიჩიუსი.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner