„ქართული ოცნების" დეპუტატის დათო ლორთქიფანიძის განცხადებით, კახა კალაძე, სოზარ სუბარი და თეა წულუკიანი, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში იქნებიან.
მისი თქმით, მიმდინარეობს კონსულტაციები და სწორედ ამ კონსულტაციების შემდეგ იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილებაც.
ლორთქიფანიძის თქმით, პირადად მისი კანდიდატურა ვანის და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატობაზე განიხილება და გადაწყვეტილება საბოლოოდ კვლევების და დატესტვის შემდეგ იქნება მიღებული.