logo_geo
eng_logo
პოლ ჯოელი 20 ივნისის მოვლენებზე: ეს კლასიკური პროვოკაცია იყო - პროვოკაციაა, როდესაც აიძულებ შენს ოპონენტს, რეაგირებისას იმოქმედოს ისე, რომ თავად დაზარალდეს
- +

7 აპრილი. 2021. 01:24

 

„ვფიქრობ, სწორედ 2019 წლის ივნისში ამოტივტივდა პირველად ზედაპირზე პროვოკაციული მეთოდი“, – ამის შესახებ ექსპერტმა, პოლ ჯოელმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

 

„რადგან იმ მოვლენებთან დაკავშირებით დააკავეს ორი ე.წ. პოლიტიკური პატიმარი, რაც იქცა ოპოზიციის მოთხოვნათა ინტეგრალურ საკითხად, ამიტომ შეუძლებელია, ივნისში განვითარებული და არჩევნებისას განვითარებული მოვლენები ერთმანეთისგან განვაცალკევოთ და ასევე ამას უკავშირდება ის მოცემულობა, რაც ახლა გვაქვს პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით.

მოდით, განვმარტავ – ვიცი, როგორია, როდესაც დემონსტრაციის წინა რიგებში ხარ. რადგანაც, როდესაც მაგისტრის ხარისხზე ვმუშაობდი, აშშ-ის კაპიტოლიუმის პოლიციის წევრი ვიყავი.

ძალიან ბევრ საპროტესტო გამოსვლასთან მოგვიწია დაპირისპირება და ხშირად აღმოვჩენილვართ გაბრაზებული ბრბოს პირისპირ. თუმცა, არასოდეს ყოფილან ისინი იმდენად აგრესიულები, როგორც 2019 წლის ივნისში ან ექვს იანვარს, 2021 წელს, აშშ-ის კაპიტოლიუმზე შტურმისას იყნენ.

 

თუ საქართველოში მომხდარ ინციდენტს დავაკვირდებით, ვხედავთ, რომ ადამიანი, რომლისთვისაც არ უნდა მიეცათ ქვეყანაში შესვლის უფლება, აღმოჩნდა პარლამენტში შეხვედრაზე.

ის სპიკერის სავარძელთან იჯდა, თუ იდგა და სიტყვით რუსულად გამოდიოდა. სწორედ ამ დროს გავიდა დარბაზიდან უკრაინელი დელეგატი. როდესაც შეხვედრა გაგრძელდა, პროტესტში მას ქართული დელეგაციაც შეუერთდა. მამაკაცი გაიყვანეს და საშუალება არ მიეცა, გამოსვლა დაესრულებინა.

თითქმის მაშინვე დაიწყო საპროტესტო გამოსვლაც.

 

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია დაახლოებით საღამოს შვიდ საათზე გააქტიურდა, სამი თუ ოთხი საათის შემდეგ კი, ბრბო გააგრესიულდა. პოლიციელებისთვის ფარების წართმევა და სამართალდამცველების მათი გამოყენებით ცემა დაიწყეს. ჩაფხუტებს ართმევდნენ და ასე შემდეგ.

 

და რაც შემდეგ მოხდა, მოხდა სახელისუფლებო შენობის დასაცავად. მოვლენებისას გაძლიერებულმა წნეხმა ძალის სამწუხარო და არადისციპლინებურ გამოყენებამდე მიგვიყვანა. სწორედ ასე დაიწყო პრობლემები, რომელიც 2019 წლის ივნისის შემდეგ დღემდე გრძელდება. ეს კლასიკური პროვოკაცია იყო. პროვოკაციაა, როდესაც აიძულებ შენს ოპონენტს, რეაგირებისას იმოქმედოს ისე, რომ თავად დაზარალდეს. სწორედ ეს მოხდა 2019 წლის ივნისში“, – განაცხადა ჯოელმა.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner