logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: თამარ ჩუგოშვილის წყალობით ჩვენ გვაქვს ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია
- +

13 ივლისი. 2016. 14:43


იურისტი თამარ ჩუგოშვილი „ქართული ოცნების" საპარლამენტო სიაშია. პრემიერ-მინისტრმა ის დღეს წარადგინა.

 

„მას იცნობს ჩვენი საზოგადოება, როგორც გამოცდილ იურისტსა და შეუპოვარ უფლებადამცველს. თამარი გახლავთ ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, კენედის სახელობის სახელმწიფო მართვის სკოლის  მაგისტრის ხარისხის მფლობელი, არის მრავალი ნაშრომის ავტორი. 2013-14 წლებში იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში. ამავე პერიოდში იყო მთავრობის ადამიანის უფლებების დაცვის სამდივნოს ხელმძღვანელი. განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მისი დამსახურება და თავდაუზოგავი შრომა, რომელიც მან გასწია თომას ჰამერბერგთან ერთად,  და დღეს მისი წყალობით ჩვენ გვაქვს ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპის მოწინავე ქვეყნებს შორისაც კი", - განაცხადა პრემიერმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner