logo_geo
eng_logo
პოლ ჯოელი: მთავრობა არაა პასუხისმგებელი, როცა ოპოზიცია ამბობს, რომ ხელს არ მოაწერს შეთანხმებას
- +

7 აპრილი. 2021. 01:48

 

 

„მთავრობა არაა პასუხისმგებელი, როცა ოპოზიცია ამბობს, რომ ხელს არ მოაწერს ევროკავშირის შეთანხმებას, რადგან იქ ნახსენები არაა ორი პიროვნების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების საკითხი“, – განაცხადა ექსპერტმა პოლ ჯოელმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

 

„როცა ხალხი გირჩევს, მოვალეობა და პასუხისმგებლობა გაქვს, რომ აიღო ეს მანდატი, შეხვიდე პარლამენტში და იბრძოლო იმისთვის, რაც სწორად მიგაჩნია და რაც შენს ამომრჩეველს ჰგონია სწორი.

ეს მაშინ ხდება, როდესაც პარლამენტში ოპოზიცური ძალის ოდენობა იმაზე დიდია, ვიდრე ქვეყნის ისტორიაში ოდესმე ყოფილა. იმის თქმა, რომ პარლამენტში არ შედიან ორი სასამართლო პროცესის გამო და ხელს არ მოაწერენ ევროკავშირის შეთანხმებას, რადგან იქ ნახსენები არაა ორი პიროვნების გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების საკითხი, აჩვენებს, რომ პასუხისმგებელი არაა მთავრობა.

ეს ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, რომ შეიკრიბონ და თქვან – კარგი, შევიდეთ პარლამენტში, ვიბრძოლოთ იმისთვის, რისიც გვწამს, დავიწყოთ სასამართლოს რეფორმა, საარჩევნო რეფორმა, საპარლამენტო დემოკრატიის საქმე ვაკეთოთ. ახლა სწორედ იმის დროა, რისკენაც ყოფილმა პრემიერმა მოუწოდა, მოვლენებმა ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლოს. სწორედ აქ ვხედავ კავშირს“, – განაცხადა ჯოელმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner