logo_geo
eng_logo
ნათია თურნავას თქმით, მთავრობა ე.წ. უსაფრთხო რესტორნის, ღამის კლუბისა და სასტუმოს სტატუსების მქონე სერვისის შექმნაზე მუშაობს
- +

7 აპრილი. 2021. 02:16

 

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა სხვა ქვეყნების მსგავსად, ე.წ. უსაფრთხო რესტორნის, ღამის კლუბისა და სასტუმოს სტატუსების მქონე სერვისის შექმნაზე მუშაობს, რაც ვაქცინირებული პირებისათვის შეკრებისა და თავისუფლად გადაადგილების სივრცეს გულისხმობს.

 

"ბიზნესს ძალიან კარგად ესმის, რომ სულ რომ არ გავამკაცროთ რეგულაციები და ისედაც 2/3 მათი თანამშრომლების დაინფიცირდეს, უკვე შეუძლებელია, რომ ბიზნესმა იმუშავოს.

რა თქმა უნდა ერთადერთი ხსნა არის ვაქცინაცია. აქედან გამომდინარე ჩვენ ამასაც ვიხილავთ და ვმუშაობთ, რომ უსაფრთხო რესტორნის, უსაფრთხო ღამის კლუბის, უსაფრთხო სასტუმოს სტატუსები იყოს, რომელიც იქნება იმავდროულად მიმზიდველი არამარტო ადგილობრივი მოსახლეობისთვის, არამედ ტურისტებისთვის.

თქვენ იცით, რომ ჩვენ მიუხედავად ყველა მოლოდონისა და რისკისა მაინც გადავწყვიტეთ, რომ გაგვეხსნა საერთაშორისო ფრენები, გაგვეხსნა ჩვენი ბაზარი საერთაშორისო ვაქცინირირებული ტურისტებისთვის, იმიტომ რომ ეს ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია," - განაცხადა ნათია თურნავამ "ღამის კურიერში" სტუმრობისას.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner