logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების ნიშნები აშკარად იკვეთება
- +

7 აპრილი. 2021. 03:06

 

 

„აშკარად იკვეთება ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების ნიშნები“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

მისივე თქმით, მთავრობა მაქსიმალურად ცდილობს არ მივიდეს შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრებამდე. ამ კონტექსტში მან რეგულაციების შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრა.

 

„პირველ რიგში რაც უნდა გაკეთდეს, დაწესებული რეგულაციები ზედმიწევნით კარგად უნდა აღსრულდეს. დღეს არც პირბადის გამოყენების მაჩვენებელი გვაქვს მაინცდამაინც კარგი და არც წესების აღსრულების ნაწილში არის იდეალური მდგომარეობა. ბევრი დარღვევა ვლინდება და შრომის ინსპექტირების სამსახური ამას ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალს“, - განაცხადა გაბუნიამ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner