logo_geo
eng_logo
თამარ ხულორდავა - „ქართული ოცნების“ ახალი სახე
- +

13 ივლისი. 2016. 14:44


სამართალმცოდნე თამარ ხულორდავა „ქართული ოცნების" ახალი სახეა. ის დღეს პრემიერ-მინისტრმა წარადგინა.

 

„თამარ ხულორდავა - გახლავთ სამართალმცოდნე, ამჟამად  არის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე. თამარი წლების განმავლობაში მუშაობდა ევროკავშირის წარმომადგენლობაში კანონის უზენაესობის პროგრამების მენეჯერად. ის იყო ამერიკის იურისტთა ასოციაციის იურისტი. მისი, როგორც იურისტისა და მენეჯერის, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქმიანობის გამოცდილება ნამდვილად წაადგება ჩვენს გუნდს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner