logo_geo
eng_logo
ჯო ბაიდენი: იმედი მაქვს, ზაფხულის დასრულებამდე ამერიკა ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინის ჭარბი დოზების განაწილებას შეძლებს
- +

7 აპრილი. 2021. 11:15

 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ ზაფხულის დასრულებამდე ამერიკა ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინის ჭარბი დოზების განაწილებას შეძლებს.

 

„იმედი მაქვს, რომ ზაფხულის დასრულებამდე უფრო მეტ ვაქცინაზე გვექნება წვდომა და შევძლებთ ღარიბ ქვეყნებს დავეხმაროთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

 

ჯო ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ პანდემიის პრობლემა მთელ მსოფლიოში და არა მხოლოდ ამერიკაში უნდა გადაიჭრას.

 

„ვიდრე ვაქცინა მთელი მსოფლიოსთვის ხელმისაწვდომი არ იქნება და სხვა ქვეყნებში ვირუსს არ გავუმკლავდებით, უსაფრთხოდ ვერ ვიქნებით“, - განაცხადა ბაიდენმა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner