სამართალმცოდნე კახა კუჭავა „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაშია. ის დღეს პრემიერ-მინისტრმა წარადგინა.
„ის გახლავთ ნოტინგემის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, კორპორაციული სამართლის მაგისტრი, ბოლო 5 წელი მოღვაწეობს კერძო სექტორში სამთო-მოპოვებითი მიმართულებით, მისი ხელმძღვანელობით ხორციელდება 2 მნიშვნელოვანი პროექტი ამ მიმართულებით. ის ბიზნესიდან შემოდის პოლიტიკაში და მინდა წარმატებები ვუსურვო მას ამ ახალ ამპლუაში", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.