პროფესიით ფსიქოლოგი და ექიმი ირინა ფრუიძე „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაშია.
„მას ყველა იცნობს როგორც ,,რა, სად, როდის" ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კაპიტანს. და, დარწმუნებული ვარ, მისი ინტელექტიც და პროფესიაც ერთნაირად გამოგვადგება. იგი გახდა მეორე შვილის დედა და მინდა ყველაფერი ერთად მივულოცო მას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.