logo_geo
eng_logo
პარტია „ჩვენი სამშობლო“ სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით აქციას გამართავს
- +

ავტორი ანა ფერაძე

13 ივლისი. 2016. 14:56


პარტია „ჩვენი სამშობლოს" მთავარი საბჭოს წევრმა გია კორკოტაშვილმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 14 ივლისს კანცელარიასთან საპროტესტო აქციას გამართავენ სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით.



„პარტია „ჩვენი სამშობლო" ხუთშაბათს, 14 ივლისს, პირველ საათზე, კანცელარიის წინ გამაფრთხილებელ საპროტესტო აქციას გამართავს.

 

აქციის გამართვის მიზეზი ჩვენი მხრიდან ის არის, რომ დავინახეთ ჩვენი ხელისუფლების ჩაურთველობა იმ თემასთან დაკავშირებით, რასაც სამართლის აღდგენა ჰქვია. სწორედ ამ ლოზუნგით ჩვენი პარტია ხელისუფლებას მიმართავს, რომ აღადგინოს  სამართალი. ის სამართალი, რომელიც დაარღვია „ნაციონალურმა მოძრაობამ", სადაც მიხეილ სააკაშვილი თავის ამფსონებთან ერთად ყველანაირად ცდილობდა, რომ საქართველო იზოლირებულ ქვეყნად მოექცია და კოლონია ყოფილიყო.

 

„ქართულმა ოცნებამ" ნორმალური ცხოვრებისკენ წაიყვანა ქვეყანა, მაგრამ კოაბიტაციამ და სხვა მოქმედებებმა ჩვენი ხელისუფლება მიიყვანა იქამდე, რომ ბოლომდე ვერ იხარჯება და ჯერ კიდევ ვერ აღადგინა სამართალი.

 

ჩვენი პარტიის ლოზუნგია „აღადგინე სამართალი". ამ ყველაფრის შემდეგ ხელისუფლებას  გადავცემთ პეტიციას და თუ ქმედება არ დაიწყო, ამის შემდეგ ჩვენი ლოზუნგი შეიცვლება და იქნება „აღვადგენთ სამართალს". ჩვენი პარტიის საშუალებით ავამოქმედებთ საზოგადოებას.

 

საპროტესტო აქციაზე ასევე გაჟღერებული იქნება პოლიტდევნილთა გამოუძიებელი საქმეები, თუ რის საფუძველზე მიმდინარეობს მათ წინააღმდეგ დევნა.

 

თანამოაზრეებს მოვუწოდებთ, რომ ერთად დავდგეთ და უფრო მეტად ჩავერთოთ არსებულ პროცესებში", - განაცხადა გია კორკოტაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner