logo_geo
eng_logo
ტაილანდში დატბორილი გამოქვაბულიდან სამედიტაციოდ განმარტოებული ბერი გადაარჩინეს
- +

7 აპრილი. 2021. 16:56

 

ტაილანდში მაშველებმა დატბორილი გამოქვაბულიდან ბუდისტი ბერი გადაარჩინეს. ამის შესახებ BBC წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, 46 წლის ფრა აჯარნ მანასი საი ნგამის გამოქვაბულში სამედიტაციოდ ყოველ წელს დადის. თუმცა წელს მის მოგზაურობას ძლიერი წვიმა დაემთხვა. როცა ბერი არ დაბრუნდა, მისმა ახლობლებმა განგაში ატეხეს და მომხდარის შესახებ ხელისუფლებას შეატყობინეს.

 

მაშველები ადგილზე მივიდნენ და აღმოაჩინეს, რომ გამოქვაბული დატბორილი იყო. მათ სამაშველო ოპერაციის დაწყება წყლის მაღალი დონის გამო ვერ შეძლეს. საბოლოოდ, 17-მა მყვინთავმა გამოქვაბულში ოთხშაბათს შეაღწია. მათ ბერი გამოქვაბულიდან გაიყვანეს და შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ფრა აჯარნ მანასიმ დატბორილ გამოქვაბულში 4 დღე გაატარა.

 

https://imedinews.ge/ge/msoflio/195983/tailandshi-datborili-gamoqvabulidan-sameditatsiod-ganmartoebuli-beri-gadaarchines

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner