logo_geo
eng_logo
სოფელ იდლეთის მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
- +

7 აპრილი. 2021. 17:00

 

სოფელ იდლეთში მისასვლელ გზაზე ასფალტის ქვედა ფენის დაწყების სამუშაოები,  მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლეონიძემ  დაათვალიერეს.

 

1 070 გრძივი მეტრი გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს შპს „ერ ტე დე“ ახორციელებს და მასზე 349 999 ლარი იხარჯება. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

 

შპს „სოფლის წყალმა“ გზის რეაბილიტაციის დაწყებამდე 350 გრძივი მეტრი სასმელი წყლის დაზიანებული მილი გამოცვალა.

 

„დაზიანებული გზა აფერხებდა ავტოტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა  გადაადგილებას, განსაკუთრებით ნალექიან ამინდში. სოფლის განვითარებისათვის მისასვლელი გზის მოწყობა აუცილებელია. მუნიციპალიტეტის სოფლებში მისასვლელი გზების უმეტესობა განახლებულია. პროცესი გაგრძელდება ვიდრე ყველა სოფელს მოწესრიგებული მისასვლელი გზა არ ექნება“, - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner