მმართველი გუნდის ოთხ დეპუტატს დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
როგორც საქართველოს პარლამენტში report.ge-ს განუცხადეს, კორონავირუსი დაუდასტურდა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილეს ბექა დავითულიანს, დეპუტატ ირაკლი მეძმარიაშვილსა და დეპუტატ მაია მენაღარიშვილს.
პრესსამსახურის ცნობით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.