logo_geo
eng_logo
ქობულეთში ხანძარია
- +

7 აპრილი. 2021. 18:59

 

ქობულეთში, სოფელ გვარაში ხანძარია. ცეცხლი ხილის ბაღს უკიდია.  არსებული ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰექტრამდე ფართობი.

 

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში report.ge-ს განუცხადეს, ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. ადგილზე მეხანძრე-მაშველების სამი ეკიპაჟია მობილიზებული და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

 

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი. დაწყებულია გამოძიება.

 

https://report.ge/society/kobuletshi-khandria/

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner