ქობულეთში, სოფელ გვარაში ხანძარია. ცეცხლი ხილის ბაღს უკიდია. არსებული ინფორმაციით, დამწვარია 5 ჰექტრამდე ფართობი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში report.ge-ს განუცხადეს, ცეცხლი ამ დროისთვის ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. ადგილზე მეხანძრე-მაშველების სამი ეკიპაჟია მობილიზებული და მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი. დაწყებულია გამოძიება.
https://report.ge/society/kobuletshi-khandria/