logo_geo
eng_logo
რუსლან აბაშიძე: ჩვენ უფრო აქტიურები უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ განვახორციელოთ ის პოლიტიკა და სტრატეგია, რომელიც უკავშირდება დეოკუპაციას  
- +

7 აპრილი. 2021. 22:58

 

 

„სახელმწიფო უზარმაზარ ძალისხმევას ხარჯავს იმისთვის, რომ ისეთი პროგრამები, რომელიც უკავშირდება დევნილი საზოგადოების და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს, სამედიცინო დახმარების, განათლების მიღების კუთხით, განხორციელდეს“, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„ჩვენ უფრო აქტიურები უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ განვახორციელოთ ის პოლიტიკა და სტრატეგია, რომელიც უკავშირდება დეოკუპაციას და თუნდაც კონკრეტულ საკითხებს, რომლებიც განიხილება ყოველდღიურ რეჟიმში, ჟენევის დისკუსიების ფორმატში და უკავშირდება ადამიანის უფლებების დარღვევას, თავისუფალ გადაადგილებას, უკანონო დაკავებას და ა.შ“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner