„სახელმწიფო უზარმაზარ ძალისხმევას ხარჯავს იმისთვის, რომ ისეთი პროგრამები, რომელიც უკავშირდება დევნილი საზოგადოების და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს, სამედიცინო დახმარების, განათლების მიღების კუთხით, განხორციელდეს“, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ჩვენ უფრო აქტიურები უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ განვახორციელოთ ის პოლიტიკა და სტრატეგია, რომელიც უკავშირდება დეოკუპაციას და თუნდაც კონკრეტულ საკითხებს, რომლებიც განიხილება ყოველდღიურ რეჟიმში, ჟენევის დისკუსიების ფორმატში და უკავშირდება ადამიანის უფლებების დარღვევას, თავისუფალ გადაადგილებას, უკანონო დაკავებას და ა.შ“, - განაცხადა რუსლან აბაშიძემ.