logo_geo
eng_logo
კრემლში ვლადიმერ პუტინსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა გაიმართა
- +

7 აპრილი. 2021. 23:44

 

კრემლში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის შეხვედრა შედგა.

 

როგორც მოლაპარაკებების დაწყებისას ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, მთიან ყარაბაღსა და მის გარშემო სიტუაციის ნორმალიზება -  ეს არის ყველაზე აქტუალური და მწვავე პრობლემა.

 

რუსეთის ლიდერმა ასევე ისაუბრა რეგიონში სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებსა და სატრანსპორტო მარშრუტებზე.

 

„რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესი შემადგენელია რეგიონში სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებისა და სატრანსპორტო მარშრუტების აღდგენის შესაძლებლობა იმისთვის, რომ სომხეთმა მიიღოს ახალი შესაძლებლობები ქვეყნის განვითარებისთვის“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

 

თავის მხრივ ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ „მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების ყოფნა ხდება რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი ფაქტორი“.

 

„კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო თქვენი პირადი წვლილი ჩვენს რეგიონში ვითარების სტაბილიზაციაში, განსაკუთრებით ომის შემდეგ, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და თქვენთან ჩვენი ერთობლივი განცხადების ხელმოწერის შემდგომ.

მსურს, აღვნიშნო, რომ ამ კონტექსტში არის კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ამ დრომდე არაა დარეგულირებული, ეს არის სამხედრო ტყვეები, მძევლებისა და სხვა დაკავებული პირების საკითხი. როგორც არაერთხელ განვიხილეთ, 9 ნოემბრის განცხადების თანახმად, ყველა მძევალი, სამხედრო ტყვე და სხვა დაკავებული პირები უნდა დაბრუნდნენ სამშობლოში, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენ ამ დრომდე გვყავს აზერბაიჯანში დაკავებული ადამიანები“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner