ევროკავშირის პროგრამების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი რომან კაკულია „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაშია. ის დღეს პრემიერ-მინისტრმა წარადგინა.
„მას აქვს დიდი გამოცდილება ევროპულ სტრუქტურებთან ურთიერთობის კუთხით, ამჟამად გახლავთ ევროკავშირის პროგრამების კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატში. ამ დეპარტამენტის კოორდინაციით თითქმის ყველა სამინისტროში დღეისათვის მიმდინარეობს ევროკავშირის ინსტიტუციონალური განვითარების პროექტები, რომლებიც აძლიერებენ და მხარს უჭერენ ჩვენს სახელმწიფო უწყებებს ევროკავშირთან დახლოებისთვის და ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებაში", - განაცხადა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.