logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: ძალიან მაგარი გუნდი! წარმატებას გისურვებთ!
- +

13 ივლისი. 2016. 15:15


საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების" ახალ სახეებზე წერს:


„ძალიან მაგარი გუნდი წარადგინეს: პროფესიონალი, გაუსვრელი, განათლებული, საერთაშორისო დონის ახალგაზრდები წარადგინა პრემირმა... ქალები მაგრები! გილოცავთ! გისურვებთ წარმატებას!" - წერს ზურაბიშვილი.

 

შეგახსენებთ, დღეს პრემიერ-მინსიტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ახალი წევრები წარადგინა.


 „ქართული ოცნების" ახალი წევრები არიან: თამარ ჩუგოშვილი, გიორგი გახარია, ირაკლი კობახიძე, აკაკი ზოიძე, არჩილ თალაკვაძე, თამარ ხულორდავა, ირინა ფრუიძე, კახა კუჭავა, მამუკა მდინარაძე, მარიამ ჯაში, ნინო გოგუაძე, რომან კაკულია, სოფო კილაძე, სოფო ქაცარავა, სოფო ჯაფარიძე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner