იურისტი სოფო კილაძე „ქართული ოცნებას" შეუერთდა. ის პარტიის საარჩევნო სიის წევრად პრემიერმა კვირიკაშვილმა წარადგინა.
„სოფო გახლავთ თავისი საქმის პროფესიონალი, იურისტი. არის ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. მუშაობდა მაქს-პლანკის ინსტიტუტში გერმანიაში და იყო შსს აკადემიის პრორექტორი. სოფო წარმატებული ადამიანია, და ვფიქრობ, რომ პოლიტიკაშიც იტყვის თავის სიტყვას", - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.