მარიამ ჯაში „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაშია. ის დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.
„მარიამ ჯაში გახლავთ ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, კენედის სახელობის სამთავრობო სკოლის მაგისტრი სახელმწიფო ადმინისტრაციის საკითხებში, აგრეთვე მინიჭებული აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის ხარისხი. მარიამი იყო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, დაარსების დღიდან წარმატებით ხელმძღვანელობს სოლიდარობის ფონდს, რომელსაც უკვე ბევრი ბავშვის სიცოცხლე აქვს გადარჩენილი", - განაცხადა პრემიერმა.