logo_geo
eng_logo
მარიამ ჯაში „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაშია
- +

13 ივლისი. 2016. 15:22


მარიამ ჯაში „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაშია. ის დღეს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.

 

„მარიამ ჯაში გახლავთ ჰარვარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, კენედის სახელობის სამთავრობო სკოლის  მაგისტრი სახელმწიფო ადმინისტრაციის საკითხებში, აგრეთვე მინიჭებული აქვს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის ხარისხი. მარიამი იყო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, დაარსების დღიდან წარმატებით ხელმძღვანელობს სოლიდარობის ფონდს, რომელსაც უკვე ბევრი ბავშვის სიცოცხლე აქვს გადარჩენილი", - განაცხადა პრემიერმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner