საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტის არც ერთი წევრი თანამდებობას არ დატოვებს.
„არავინ არ დატოვებს თანამდებობას - ყოველ შემთხვევაში, იმ ინფორმაციით, რომელიც მე მაქვს", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
არსებული ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობას დატოვებენ გარემოს დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი.