სოფო ჯაფარიძე „ქართული ოცნების" კიდევ ერთი ახალი სახეა. ის დღეს პრემიერ-მინისტრმა წარადგინა:
„მაგისტრი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში, ესექსის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების სამართლებრივი ექსპერტი, სასჯელარასრულებისა და პრობაციის მინისტრის ყოფილი მოადგილე, არასამთავრობო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით", - განაცხადა კვირიკაშვილმა.