"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ციხეში ყოფნა ოპოზიციას აწყობს.
"ნიკა მელიას ეხვეწება პროკურორი, რომ გადაიხადე და ადვოკატები ამბობენ, რომ არავითარ შემთხვევაში გადახდა არ შეიძლება და ის უნდა ჩაჯდეს ციხეში. თქვენ გგონიათ, ხალხი ვერ ატყობს, საითკენ მიდის საქმე? რომ მელია უნდა იჯდეს ციხეში და ამათმა უნდა ეძახონ პოლიტპატიმარი - ეს არის ძალიან პრიმიტიული თამაში," - აცხადებს ვოლსკი "დღის კურიერში".